ერთ-ერთი დიზაინერი, რომლის კოლექციასაც
განსაკუთრებით ველოდით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა ვინც მის წინა კოლექციებს ადევნებდა თვალს, არის ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერი გიორგი ქებურია.
ყოველ ჯერზე გიორგი გვხიბლავს თავისი სამოსის ფორმებითა და შინაარსით. სეზონიდან სეზონამდე იცვლება თემატიკა, რაც კოლექციას მრავალფეროვანს და წინა ჩვენებებისგან განსხვავებულს ხდის.
რაც შეეხება ამ სეზონის კოლექციას - ძირითადად მუქი ფერი ჭარბობდა. შენარჩუნებული იყო ის ახალგაზრდული სული რაც გიორგის ყველა კოლექციას თან სდევს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში აშკარად იგრძნობოდა 60-70 იანი წლების გავლენა, რაც დღეს არის ტრენდული და რაც დიზაინერების უმეტესობამ უმალვე აიტაცა.
კოლექციაში მთავარ როლს ფერადი ოთხკუთხა ფორმები წარმოადგენდა მუქ ნაჭრებზე. ასევე აღსანიშნავია სვიტრები წარწერით - GAY , რაც ალბათ პროპაგანდულ შინაარსს ატარებდა. რაც შეეხება ტექსტლებს, არ შეესაბამება იმ ფორმებსა და სილუეტებს რაც გიორგის აქვს გამოყენებული კოლექციაში, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ სამოსი დაბალი ხარისხის შთაბეჭდილებას ტოვებს და ცოტა აუბრალოებს კიდეც, თუმც შინაარსი ხარისხსაც ჩრდილავდა. ალბათ ყველა ვერ მოირგებს გიორგი ქებურიას სამოსს, ვინაიდან თავისი არსით კოლექცია "cool" ტიპაჟზეა გათვლილი, სწორედ ეს არის მთავარი ხიბლი, რაც ყველანაირ ხარისხს ფარავს.
საერთო ჯამში კოლექცია ნამდვილად საინტერესო იყო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არაეფექტურ და უბრალო ლუქს, რომლებიც იმ მცირე კოლექციაში, რაც იყო წარმოდგენილი მართლაც რომ ბევრია. ყურადღების გარეშე არ შეიძლება დავტოვოთ მუსიკალური გაფორმება, რომელიც შინაარსობრივად კარგად ესადაგებოდა კოლექციას და მაყურებლების კარგ ხასიათზეც იზრუნა.
ფოტომასალა: NowFashion
No comments:
Post a Comment