მოდის კვირეულის ბოლოს, ვინ უნდა დაგვამახსოვროს თავი თუ არა ალექსანდრე ახალკაციშვილის კოლექციამ. ბრენდი Materiel გამოირჩევა მინიმალისტური სტილითა და ერთი შეხედვით მარტივი ფორმებით, ეს არის ის სტანდარტი რაც ყველაზე მეტად ხიბლავს საზოგადოებას.
Materiel -ის კოლექციის ნახვისას ხანდახან ფიქრობ, რომ ზოგიერთ Look-ს რაღაც აკლია, დეტალი ან ფერი, ხანდახან მინიმალიზმის გამო უსიცოცხლოდაც კი გეჩვენება, მაგრამ Materiel -ის დანარჩენი დიზაინერებისგან განსხვავებით ალექსანდრე ახალკაციშვილი გამოირჩევა თავისი სტილით და არასდროს არ გეუფლება განცდა, რომ სამოსს რაღაც აკლია. დიზაინერი მინიმალური დეტალებით ახერხებს მაქსიმალური შედეგის მოპოვებას.
ალექსანდრე საინტერესო სამოსს ქმნის, რომელიც თავისი დეტალებით არის ორიგინალური. ამ სეზონის კოლექცია წინა კოლექციისაგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუმც იყო სიხალეებიც. აღსანიშნავია თითქოს დაუსრულებელი ლუქები ძაფებით, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ შავი ტყავის ფეხსაცმელებს, რომელიც კოლექციას თავის ხასიათს სძენდა და ასევე საყურეები, რომლებიც მართლაც განსაკუთრებული იყო თავისი იდეით. კოლექციაში ჭარბობდა შავი ფერი, მაგრამ ასევე ნახავდით თეთრ, წითელ და ნაცრისფერ სამოსს.
კოლექციას მეტ ეფექტურობას სძენდა ლენტები, რომლებიც თან სდევდა სამოსს, ასევე გვერდულად შეკრული გრძელი შემოსაცმელები. ბევრ ქართველ დიზაინერს უყვარს შავი ფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავეს ყურება გვიწევს, ალექსანდრე კი შავ ფერს ახლებურად დაგვანახებს. მუსიკაც კარგად მოერგო კოლექციის ხასიათს.
ფოტომასალა: NowFashion
ფოტომასალა: NowFashion
No comments:
Post a Comment