იარლიყი, რომელიც ატარებს ისტორიას – გიორგი შაღაშვილი გაზაფხული/ზაფხული 2016

 8 ოქტომბერს, 20 საათზე, გართობისა და დასვენების ცენტრ “მეტროში” გაიმართა გიორგი შაღაშვილის ჩვენება -გაზაფხული/ზაფხული 2016. მოდის კვირეულის პირველ დღეს დიზაინერმა პირველმა წარადგინა კოლექცია, რომელიც ინდურ მოტივებზე იყო შექმნილი.ტანსაცმლის დეტალები, დახვეწილი ფორმებით ინდურ სარს მოგაგონებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხსენებაზე ყველას ფერადი სამოსი წარმოუდგება თვალწინ, შაღაშვილს არ უღალატია თავისი ტრადიციისთვის და მთლიანი კოლექცია შავ ფერში წარმოგვიდგინა.
560384_447684445261052_1383912860_n
რატომ შავი? ამ შეკითხვას შეიძლება პასუხი უამრავნაირად გასცე, მაგრამ ფაქტია, შავი ფერი ადამიანის ხასიათს და გრძნობებს ყველაზე კარგად გამოხატავს,სწორედ ამიტომ გიორგის სამოსს მოაქვს ისტორია, რაღაც ამბავი, თითქოს დიზაინერი ქალს აძლიერებს შავით, მაგრამ იმ განსაკუთრებულ ხიბლს უტოვებს ქალს, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს. მტკიცე, მაგრამ ქალური. შავი ფორმები ერთმანეთში ირეოდა და თითოეული სილუეტი, განსაკუთრებით კი კაბების, გასაოცარ სინაზეს და დახვეწილობას მატებდა.კოლექციაში ასევე შეინიშნებოდა ყველა სხვა დიზაინერებისაგან განსხვავებული მინიმალისტური დეტალები, როგორც კაბებში ასევე ე.წ “კოსწიუმებსა” და თავზე წასაკრავ ბენდენებში.
12077052_1112146258796530_2077033178_n12083658_1112146268796529_43365465_n
თუმცა კოჭთან მოჭრილ კაბებზე ტყავის ფეხსაცმელები არცთუ ისე ლამაზად გამოიყირებოდა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო მამაკაცის რამდენიმე მოდელი,რომლებიც აშკარად ხაზს უსვამდა ინდურ მოტივებს.
12077246_1112146262129863_386105145_n
შავი სამოსი ეს არის ის რაც ქართველებს ძალიან უყვართ,ამიტომაც ყველა მოუთმენლად ელის შოუს დაწყებას. გიორგის რთული მისია აკისრია, მისგან ყველა რაღაც განსაკუთრებულს მოელის, თითქოს ეს ჩვეულებაა და სხვაგვარად არც უნდა იყოს. ამ სეზონის კოლექციაში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გრძელმა, შავმა კაბებმა,ზედამ მხარზე საყელოთი, კაცის სამოსმა სარის ელემენტებით. ამავეს ვერ ვიტყოდი ფეხსაცმელებზე რომელიც ძალიან კარგად არის მორგებული ქართულ სტანდარტებს.
12083658_1112146268796529_43365465_n
მართლაც რთულია ამდენი მოდელი შექმნა ერთი ფერისგან, რომელიც ამდენს გიყვება,თითქოს სხვა ყველაფერი ზედმეტი იქნებოდა მინიმალისტურ სამოსზე. ნამდვილად გაუჭირდებოდა ამ კოლექციის ნახვა მას ვისაც შავი ფერი არ უყვარს,მაგრამ სამომავლოდ ჩააფიქრებდა.
ყველაზე განსაკუთრებული კი შოუს ბოლო ნაწილი გახლდათ,რომელსაც დიზაინერი პანდორას ყუთში ჩამალული იმედივით ინახავდა.
ამდენი “შავის” შემდეგ, გამოჩნდა ფერები გიორგის კოლექციაში.
ყველა აღფრთოვანებული უყურებდა სანახაობას.ფერადი,ეფექტური კაბა, სარების ფრიალის ქვეშ ჩვენკენ მოემართებოდა. სულ ბოლოს კი ფერები, რაც კაბაზე იყო თითქოს შეერთდა და ისევ შავ ფერად გადაიქცა.ეს იყო შავი კაბა, რომელმაც უკანასკნელმა გამოიარა პოდიუმზე, მოგვიტანა ისტორია და წერტილი დასვა.
12081614_1112146275463195_827541856_n12092415_1112146272129862_1449752199_n
ფოტოები აღებული TFW-ს ფეისბუქ გვერდიდან.

No comments:

Post a Comment