

მარიამ გვასალია
SS16
9 ოქტომბერს, 20 საათსა და 30 წუთზე გართობისა და დასვენების ცენტრ “მეტროში” გაიმართა მარიამ გვასალიას გაზაფხული-ზაფხული 2016-ის ჩვენება. დიზაინერი ყოველ წელს გვაოცებს თავისი ფერებით და მათგან შექმნილი სამოსით, ასევე ორნამენტებით დატვირთული ფორმებით. მისი კოლექციის მთავარი ხიბლი ფეხსაცმელები იყო. ულამაზესი ხავერდის ჩექმები და კედები.

მარიამი სხვა დიზაინერებისგან გამოირჩევა სიშიშვლის თავისუფლებით. არ ერიდება პოდიუმზე საცურაო კოსწიუმს ან თუნდაც გამჭვირვალე სამოსს. ეს არის მისი მთავარი პლუსი.

რაც შეეხება “ლუქის” ფერებს, ისინი კარგად ეხამება ერთმანეთს მაგრამ, მისი მთავარი პრობლება მატერიებია. ტექსტურები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება და მათი ერთობლიობისას თითოეულს ხიბლი ეკარგება, ყველაფერი ცალ-ცალკე აღებული კი შეუდარებელია. ასევე ყველაფერ ზემოთ ხსენებულთან ერთად ზოგჯერ დეტალებით გადატვირთვის გამო სილუეტებიც უხეშდება და უშნოვდება.


Materiel – Alexsander Akhalkacishili
SS16

9 ოტომბერს, 21 საათზე გართობისა და დასვენების ცენტრ “მეტროში” გაიმართა Materiel – Alexsander Akhalkacishili-ის გაზაფხული-ზაფხული 2016-ის ჩვენება. წლევანდელ კოლექციაში მან წარმოგვიდგინა ძლიერი ქალი აზიურ სტილში. სხვა დიზაინერებისგან განასხვავებდა სწორი და დახვეწილი სილუეტები, ამ ყველაფრის მიუხედავად შესაძლებელი იყო მრავალფეროვანი გაეხადა. წინა სეზონებს თუ გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ დიდად არ განსხვავდებოდა ახლანდელი სილუეტები წინასგან. კოლექციაში ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურმა ტყავის ორიგინალურმა ხელჩანთებმა, რომელიც ქალს გამბედავს და დახვეწილს ქმნიდა.
რაც შეეხება მატერიებს არაჩვეულებრივად ეხამებოდა ერთმანეთს. შავი, თეთრი და კრემისფერი შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა ტყავის თანხლებით. მთლიანობაში ჩვენებას განსხვავებული დადგმა ჰქონდა. სადა დეტალები წყნარი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი მუსიკის თანხლებით სილამაზეს და ჰაეროვნებას მატებდა სამოსს.
No comments:
Post a Comment