დამთხვევები მოდაში
GEORGE KEBURIA S/S16
გიორგი ქებურია ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია ქართველ დიზაინერთა შორის. იგი ყოველ ჯერზე გვაოცებს თავისი მრავალფეროვანი კოლექციით და განსხვავებული ფორმებით. ქმნის ახალგაზრდულ სამოსს, რომლის ჩაცმასაც ნებისმიერი გოგო ისურვებდა. არ ერიდება სხვადასხვა მატერიების შეხამებას.
გაზაფხული-ზაფხული 2016-წლის სეზონზე კოლექცია ძირითადად მუქ ფერებში წრმოგვიდგინა. აღსანიშნავია განსხვავებული აქსესუარები, მთვარის და ვარსკვლავების ელემენტებით, რომელთაც “ლუქი” სისრულეში მოჰყავს. წინა სეზონისგან სილუეტი მკვეთრად განსხვავდება, თუმცა იყო ელემენტები რომლებიც მის ხელწერას უსვამდა ხაზს (მაგ.: ცალმკლავიანი კაბები).

ამ სეზონის კოლექციაში ასევე აღსანიშნავია ლენტები, რომლებმაც Proenza Schouler-ის 2016 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია მოგვაგონა.ეს ორი ბრენდი მართლაც წააგავს ერთმანეთს ხასიათით და დეტალებით.

მისი წინა კოლექცია კი შეიძლება შევადაროთ CELINE-ის შემოდგომა-ზამთრის 2014 წლის სამოსს. რომლის მთავარი ეფექტი ხელოვნური ბეწვი იყო.

კომერციის თვალსაზრისით იგი მართლაც ჩაცმად კოლექციას ქმნის, თუმცა რამდენად პრაქტიკული და კომფორტულია ისინი საკითხავია.
მიუხედავად დამთხვევებისა, რომელიც ხშირია მოდის ინდუსტრიაში, გიორგი ქებურია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართველ დიზაინერთა შორის, რომელიც მოდერნისტულ სამოსს ქმნის და ამიტომაც ის ყველას უყვარს.
No comments:
Post a Comment