დიდი გაურკვევლობა პოდიუმზე – BULLI SS16






თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღეს, Mach & Mach-ის შემდეგ ახალი ქართული ბრენდის, Bulli-ის ჩვენება გაიმართა. კოლექციის განვითარებას შეშფოთებული და გაკვირვებული ვადევნებდით თვალს...


ეს იყო ფერადი, უაზრო სილუეტები,  რომელებიც წარმოუდგენლად აუშნოვებდა ქალის ფიგურას.
რაზე იყო აგებული კოლექცია?
ყველა ლუქი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა როგორც შინაარსობრივად, ისე მატერიებითა და სილუეტით. რამდენიმე მოდელის გვერდი-გვერდ დაყენებისას, შეუძლებელია გეფიქრათ რომ ისინი ერთი და იმავე ადამიანმა შექმნა. დიზაინერს არ აქვს საკუთარი ხელწერა და თემატიკა კი -გაურკვეველია. ყოველივე ეს არც თუ ისე კარგია.
12038650_782078458565463_6777622712619563954_o
თითქოს დიზაინერს თავში ყველაფერი ერთად უაზროდ აერია.  ეფექტის წარმოჩენას ცდილობს სხვადასხვა მატერიების ერთმანეთთან შეხამებით, მაგრამ ამით იგი მხოლოდ არაესთეტიკურობასა და ვულგარულობას მატებს ისედაც დაუშნოებულ მდიდრულ ნაჭრებს, მაგალითად მწვანე ხავერდი…
12139932_782077318565577_4835916445640945326_o
შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩეს ფეხსაცმელები რომლებიც სამოსთან სრულიად შეუსაბამო იყო. საკუთარ თავებს ვუსვამთ კითხვას: რა მოგვეწონა ამ კოლექციაში?
სამწუხაროდ საპასუხოდ არაფერი გვაქვს, ერთ ‘Must-Have’ ნივთსაც ვერ გამოვარჩევდით…
12087713_782078581898784_4671376619230706654_o
ყველაფერ ზემოთხსენებულთან ერთად კოლექცია არატენდენციური და ძველმოდურია. არც ფერები, არც ფორმები და არც ქსოვილები შეესაბამებოდა დღევანდელ ტრენდებს. ხშირია შემთხვევები როდესაც დიზაინერი თავის ინსპირაციას 70-იან 80-იან წლებს უკავშირებს, მაგრამ საქმე იმაშია რომ Bulli-ს კოლექციაში ვერაფრით ვერ ამოიცნობდით რა შეიძლებოდა ყოფილიყო დიზაინერის ინსპირაციის წყარო.12096230_782077061898936_7538634245324149967_n
ეს იყო ცუდად გადმოცემული ქაოსი. თითქოს დიზაინერს სურდა  ლამაზი სამოსის შექმნა, მაგრამ კეთების პროცესში შეფერხდა და აღარ გაუგრძელებია მისი დასრულება. ცდილობს წარმოგვიჩინოს ‘New Look’-ისთვის დამახასიათებელი “კლოშიანი” შარვლები და ქვედაბოლოები, ამას თან ერთვის საგულდაგულოდ შერჩეული არაადეკვატური ფორმის ჰალსტუხები რომლებიც თავის მატერიით უფრო ვულგარულსა და არაპრაქტიკულს ხდის ქალის სამოსს.
ჩვენების ბოლომდე დარჩენა საკუთარი თავის შეუაცხყოფად მივიღეთ, ამიტომ შოკირებულებმა პირდაპირ ‘Front Row’-დან დავტოვეთ ჩვენება. პირველ რიგში გვიკვირს თბილისის მოდის კვირეულისგან ასეთი ჩვენების დაშვება და მეორე, დიზაინერი ამ კოლექციით როგოც მოდის კვირეულს, ისე ზოგადად დიზაინერის სახელს აუფასურებს.
12045635_782080355231940_5651142600220120107_o10353237_782077778565531_3022881911754932988_o
10828097_782077665232209_7146799627586086574_o12088206_782079581898684_4804169615394860372_n

No comments:

Post a Comment