დღე მესამე – IRMA SHARIKADZE`S PERFORMANCE, LAKO BUKIA, CHUBIKA

12119912_540459862776090_2674963199624890137_o
თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე ირმა შარიქაძის პერფორმანსით გაიხსნა,  რომელიც გარდენიაში ჩატარდა.

postiii

 ეს იყო ლამაზი  სანახაობა ფერადი ყვავილებისა და ფარშევანგების ფონზე.
ირმა ყველგან და ყოველთვის გამოირჩევა თავისი  ფერადი სამოსით და ორიგინალური იმიჯით.გარდენია კი საუკეთესო ადგილია ასეთი შოუსთვის. ინსპირაცია ფერადოვანი ფრიდა კალო იყო. დეტალებზე დაკვირვებისას შესაძლებელი იყო არც ისეთი ლამაზი აღმოჩენილიყო ის, რაც მთლიანობაში ლამაზ ნახატში ჩამხტარს გაგრძნობინებდათ თავს. კონკრეტულად კი ყვავილებიან აბადოკებს ვგულისხმობთ, რომელიც მოდელებს ეკეთათ თავზე. ალბათ შორიდანაც შეიმჩნეოდა რომ ისინი არც თუ ისე ხარისხიანი იყო და ხელოვნურობა შეჰქონდა ყველაზე ცოცხალ გარემოში. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ნამდვილი ყვავილები ჩაეწნათ თმაში, თუმცა ყველაფერი ერთიანად ძალიან ლამაზი გახლდათ. რაც შეეხება დადგმას მეგონა მეტად შინაარსიანი იქნებოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი ყველაპრით რაც ვნახე. ვფიქრობ ამგვარი ღონისძიებები და ზოგადად ფერები ჭირდება თბილისს.
ცოტა ხანში კი ვარდების მოედანზე, გასართობ ცენტრ “მეტროში” ჩვენებები დაიწყო: Mach&Mach, Bulli, Lako Bukia, Chubika performance. ჩამოთვლილთაგან კი უფრო დეტალურად Lako Bukia-ს და Chubika-ს განხილვა მსურს.

 LAKO BUKIA S/S16

12080203_782806418492667_6682689418616987645_o12068620_782805421826100_5335554110109387100_o
ლაკომ ამ სეზონზე ,ისევე როგორც ერთი წლის წინ ფერადი კოლექცია წარმოგვიდგინა. თუ მის წინა ჩვენებას გადავხედავთ, ამ სეზონის სამოსი თავისი ფერებითა და სილუეტით რადიკალურად განსხვავდება, თუმცა მის ტანსაცმელზე თავისი ხელწერა ეტყობა. ამ სეზონზე ლაკოს ქალი სინაზით გამოირჩეოდა. დიზაინერი ქალურობის წარმოჩენას ფერებით ცდილობს. პირველი რაც კოლექციაში შეიძლება მოგეწონოთ ეს არის მატერია. განსხვავებული ტიპის ტექსტილების ხარისხი კარგად შეიმჩნევა. ყოველივე ამასთან ერთად იყო რაღაც რამაც დაგვაფიქრა – იყო თუ არა ყველაფერი გემოვნებით შეხამებული ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით ლაკოს ნიჭიერების ამბავი და ქართველი ხალხი მისით ამაყობს, უნდა ითქვას რომ ამ სეზონის პრინტები არც თუ ისე უხდებოდა ნაჭრებს, განსაკუთრებით სახელოები. ის რაც ყველაზე მეტად მომეწონა კოლექციაში იყო შინდისფერი, პრიალა, გრძელი კურტკა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატერია აბსოლუტურად განსხვავდება ნებისმიერი ქართველი დიზაინერისგან. ეს კოლექცია ხაზს უსვამდა ქალის სითამამეს რადგან მართლაც გამბედავი უნდა იყო რომ ასეთი ფერადი სამოსი ატარო, ვინაიდან  ამგვარი ტანსაცმლით ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში იქნები.

CHUBIKA

12074693_1085957611427955_7012524253047795029_n
თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ქართულ მოდაში სტილის შემომტანიაო ეს არის Chubika. ის ყველასაგან განსხვავებულ პროდუქციას ქმნის და თითქმის ყველაფერი რაც გაუკეთებია შეუდარებელია. ამ სეზონზე მან ძალიან საინტერესო დადგმა წარმოგვიდგინა. მოდელები თავისუფლად მოძრაობდნენ პოდიუმზე რაც მთავარია არ იყო სიყალბე და სტანდარტი. უკვე ყველამ იცის Chubika-ს მრგავლი ქუდები რომელიც წლის ჰიტად იქცა. როგორც დიზაინერმა განაცხადა ინტერვიუში ამგვარი ქუდები ადამიანის პიროვნებას და მის პორტრეტს უსვამს ხაზს. ამ სეზონზე წარმოგვიდგინა არა ნაკლებ საინტერესო ზამთრის ნაქსოვი ქუდები. ასევე უყურადღებოდ არ შეიძლება დავტოვოთ ტყავის ჩექმები რომელზეც სახეებია გამოსახული. პერფორმანსში აღსანიშნავი იყო ნიღბები რომელიც  მოდელებს ეკეთა. ყველა დიდი ინტერესით ველოდებოდით ამ წარმოდგენას და საბედნიეროდ ჩვენი იმედები გამართლდა. ნამდვილად საინტერესო და ორიგინალური ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა Chubika-მ.
12096250_1085957338094649_4774784886772588616_n

No comments:

Post a Comment