MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI | AVTANDIL SS16 | DAY 1

 AVTANDIL
SS16
collageddddddddddddd

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთმულმა ქართველმა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ, თავისი მრავალფეროვანი კოლექციით გახსნა.

ალბათ ყველას გვახსოვს ავთანდილის გასული სეზონის კოლექციები ჭრელი ფერებითა და არაერთგვაროვანი ფორმებით, თუმცა ამ სეზონის კოლექცია სხვა დანარჩენისგან განსხვავდებოდა. რა თქმა უნდა იყო  გასული კოლექციებიდან განმეორებული ნიუანსები , რაც ერთგვარ კავშირს ქმნიდა და დიდად არ განასხვავებდა წინა სეზონებისგან. ავთანდილი ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია საქართველოში, რაც ყველაზე დასაფასებელია მასში – გამბედავი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ამ ხნის მანძილზე მის სამოსს აქტუალობა არ დაუკარგავს. რამდენმა ინსპირაციამ განვლო მის ხელში, მაგრამ  ნებისმიერ კოლექციას ეტყობა ავტორის ხელწერა.

12122749_1675562649367874_6315779440576413685_n
ამ სეზონზე დიზაინერმა წარმოგვიდგინა თამამი ქალი, რომელიც არ ერიდება ყურადღების მიქცევას ჭრელი ფერებითა და მბზინავი ტექსტილებით. კოლექცია დატვირთული იყო საოცრად ეფექტური სამოსით, თუმცა რამდენიმე მოდელი იმდენად  უბრალო ჩანდა, რომ ამოვარდდნილი იყო საერთო სტილიდან.12208687_1675562736034532_24287056381537614_n12195993_1675562466034559_3163023422127877134_n
უნდა აღინიშნოს ატლასის კაბები რომელიც ქალის იმ სხეულის ნაწილებს უსვამდა ხაზს რომელიც სექსუალურობას განაპირობებს. უყურადღებოდ არ მინდა დავტოვო ჩემი ფავორიტი ლუქი, ბრჭყვიალა, უმკლავებო კაბა რომელიც კოლექციიდან გამოვყავი რადგან ყველაზე მეტად ახალგაზრდული და “თინეიჯერული” იყო, სხვა დანარჩენი კი საოცრად ქალური.12184074_1675563256034480_1662323819272768648_o12208460_1675562236034582_268629319897030968_n
რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ვერ ვიტყოდი რომ აღვფრთოვანდი, ვინაიდან წარმოდგენილი იყო რამდენიმე სხვადასხვა სტილის, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ფეხსაცმელი, რომლებიც ლუქებს კარგად ერგებოდა, მაგრამ ვერაფრით იფიქრებდით რომ ერთმა დიზაინერმა შექმნა  კონკრეტული კოლექციისთვის. განსაკუთრებულად  მომხიბლავი იყო ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამდა ქალის მტკიცე ხასიათს. სრულიად საპირისპირო შეიძლება ითქვას  დაბალძირიან , დახურულ ფეხსაცმელზე რომელიც უფრო კონსერვატულ ხასიათს ატარებს.
12106897_1675562209367918_2822619541839016211_n12112065_1675562779367861_2814553807884576861_n
ავთანდილი არ ერიდება სხვადასხვა მატერიების გამოყენებას მეტი ეფექტურობისთვის და ხასიათის კარგად გადმოსაცემად, მთავარია არ იყოს  გამაღიზიანებელი. ამ სეზონის კოლექცია გასული სეზონის კოლექციებთან შედარებით უკეთესი იყო. შენარჩუნებული ჰქონდა ძველი კოლექციის დეტალები როგორიცაა: მხატვრული პრინტები და ჯინსის ნაჭრის მაღალქუსლიანი ფესაცმელები. სიახლეს კი ბრჭყვიალა მატერიები წარმოადგენდა, რაც საერთო ჯამში ძალიან მოუხდა და კოლექციის  ერთგვარ  ღერძად იქცა. აქვე მინდა ჩემი სუბიექტურ აზრი დავაფიქსირო კოლექციასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მატერიების შეუთავსებლობას. რამოდენიმე ადგილას მომეჩვენა რომ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ფაქტურა ერთმანეთს ვერ შეეწყო, დიზაინერმა კოლექციაში მდიდრული და  ნაკლებეფექტური ნაჭრები ერთმანეთს შეუთავსა და სწორედ ეს შეთავსება არ მომეწონა. ვთვლი რომ ატლასის კაბებზე ბრჭყვიალა დეტალები სრულიად ზედმეტი იყო, ვინაიდან კაბა მათ გარეშეც არ დაკარგავდა ეფექტს.
12189013_1675562882701184_7179026127644789970_n
12196006_1675562606034545_961588795085410270_n
საერთო ჯამში კოლექცია განსაკუთრებული იყო და გამოირჩეოდა წინა კოლექციებისაგან. რაც მთავარია ხასიათი შენარჩუნებული იყო, ძლიერი, თავდაჯერებული , მტკიცე ქალის სახე, რომელიც არ ერიდება ახალ გამოწვევებს და მუდამ ყურადღების ცენტრშია.
12189797_1675563146034491_2635741188333678206_n
12193608_167502722608ffffffffffffffffffffffffffffffffffggggggggggggggg
ფოტოები აღებულია  MERCEDES-BENZ FASHION WEEK TBILISI-ს  ფეისბუქ გვერდიდან.

No comments:

Post a Comment