ანუკა ქებურიას წინა ჩვენებების შემდეგ, ამ კოლექციის ნახვის მოლოდინი არცთუ ისე დიდი იყო.
კომერცია და ერთფეროვნება - ორი ძირითადი კომპონენტი , რომელიც ნებისმიერ დიზაინერს ქვედა საფეხურზე წევს. იყო პერიოდი როდესაც ანუკა ქებურიას კოლექცია სიახლე იყო ქართულ მოდაში, მაგრამ ის რაც ამ სეზონზე ვნახეთ ნამდვილად არ იყო "კარგად დავიწყებული ძველი".
ანუკას ძირითადი სტილი შავი ფერის ასიმეტრიული სამოსია ანუ სტილი რომელიც ძლიერ იზიდავს ქართველ მომხმარებელს, შესაბამისად ადვილად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ერთ ტონში მუშაობა ბევრად რთულია, რადგან ძირითადი ყურადღება სილუეტებსა და ფორმებს ექცევა.
რაც შეეხება სილუეტებს, ჩვენების განმავლობაში, ყოველი დარბაზში მჯდომი მაყურებელი სხვა და სხვა გვარად აღიქვამდა მას. ტყავის ქვედაბოლოები ნამდვილად მოუხდებოდა ქართულ საესტრადო სცენას.
კოლექციაში ჭარობობდა სხვა და სხვა მატერიის შავი ნაჭრები, რომლებიც არც თუ ისე კარგად ეხამებოდა ერთმანეთს. ზოგადად კოლექციის შინაარსი ჩვენთვის გაურკვევლად რჩება... ალბათ მებრძოლი ქალი?! (ეს აზრი უხეში ასიმეტრიული სამოსიდან და ასევე თავზე ტყავის აბადოკიდან დაგვებადა).
ჩვენებას ლაქასავის ემჩნეოდა დიზაინერის თბილისური სტანდარტების გავლენა, რაც საშუალებას არ აძლევს გათავისუფლდეს და შექმნას მასისთვის რაიმე ახალი და განსხვავებული.
No comments:
Post a Comment