შემოდგომა წელიწადის ის სეზონია როდესაც ყველაზე აქტიურად ვფიქრობთ გარდერობის განახლებაზე ალბათ იმიტომ, რომ წინ სამუშაო წელია რომელიც გვინდა, რომ წინა წლისაგან განსხვავებულად დავიწყოთ და თუნდაც მცირედი დეტალი შევმატოთ ჩვენს სტილს.
სეზონის მოახლოებასთან ერთად არაერთ სტატიას ვაწყდებით სხვადასხვა ჟურნალებში თუ ბლოგებზე ტენდენციეფთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს სტატიაში ყურადებას გავამახვილებთ იმ უმნიშვნელოვანეს ტრენდზე რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ წლევანდელი შემოდგომისთვის.
თუ გადახედავთ ამ სეზონის კოლექციებს შეამჩნევთ თუ რამხელა მრავალფეროვნებაა სილუეტებში, ფერებსა თუ მთლიანად სტილში. ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვნის თავის მოსაწონ სამოსს, ვინაიდან წლევანდელი ტრენდების მრავალფეროვნება ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ არის ერთი დეტალი რომელიც ბრენდების უმრავლესობას აერთიანებს თავიანთ საშემოდგომო ლუქებში:
- 1. ასიმეტრიული კაბები
შეიძლება ითქვას, რომ ასიმეტრიული კაბები Vetements-მა დააბრუნა მოდაში რამდენიმე სეზონის წინ და სხვა დიზაინერებმაც აქტიურად გამოიყენეს თავიანთ კოლექციებში. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტიპის სამოსი პრაქტიკულია გამომდინარე იქიდან, რომ ქალის სილუეტს არ უსვამს ხაზს და მის მიღმა ნაკლის დაფარვაც მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მაგრამ რამდენადაც პრაქტიკულია მისი ტარება იმდენად ფრთხილი შერჩევა ჭირდება, ვინაიდან ძალიან მარტივად შეიძლება არასწორად შეხამებული აქსესუარის გამო მთლიანი ლუქი დაუშნოვდეს.
- 2. კაბები შარვლებზე
რაც შეეხება მეორე ტრენდს, კაბებს შარვლებზე ალბათ ვერ ვიტყოდით, რომ ყველასათვის პრაქტიკული შეიძლება იყოს, ვინაიდან ყველა არ არის მიჩვეული ამგვარი ლუქით სიარულს და შეიძლება სხვისთვის მეტად არაკომფორტული აღმოჩნდეს, თუმცა ვისთვისაც გაუგებარია ან არაესთეტიკური კაბები შარვლებზე, ვურჩევდით დაფირებულიყვნენ ამ კომბინაციაზე ვინაიდან სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება ამგვარი ლუქები. ასევე ეს ხერხი შეიძლება მარტივი გზა აღმოჩნდეს თქვენი სტილის ინდივიდუალიზაციისთვის.
ვიმედოვნებთ საინტერესო სტატია იქნება თქვენი გარდერობის განსაახლებლად და ამ ტრენდების გათვალისწინებით სტილსაც განაახლებთ და უფრო გამორჩეულს გახდით თქვენს ჩაცმულობას.თუ აქამდე არ გიცდიათ ამ დეტალების გათვალისწინება, დროა სცადოთ, რადგან დღევანდელი მოდის მრავალფეროვნება დასტურია იმისა, რომ ცოტა ხნით მაინც მოდაში წესები და საზღვრები უნდა დავივიწყოთ.
No comments:
Post a Comment