Photo:Vincent Lappartient
ჯაბა დიასამიძე - დიზაინერი, რომელმაც აალაპარაკა ქართული მოდის ინდუსტრია და არა მოხოლოდ ქართული. უცხოურმა საიტებმა ის დევიდ კომასაც კი შეადარეს.
ჯაბას წლევანდელი კოლექცია გამოირჩეოდა კლასიკური სილუეტებით, დახვეწილი ფორმებითა და ცოტაოდენი ქართული ნაციონალური სამოსის შტრიხებით.
თავისი სამოსით ყოველთვის განსხვავდება სხვა ქართველი დიზაინერებისგან. შინაარსითა და ლოკაციით გამოირჩეოდა მისი ჩვენებაც. საოცრად მოუხდა კოლექციას მოსწავლეთა სასახლის ინტერიერი და მუსიკაც (ბოლერო), რომელიც საღამოს კაბების მდიდრულ ხასიათს ზუსტად უსვამდა ხაზს. სამოსის ყოველი დეტალი, მატერია და მისი ფერი განსაკუთრებული იყო. ჯაბას ქალი თავისი იმიჯით თითქოს სხვაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას და ყოველთვის მიიქცევს გარშემო მყოფთა ყურადღებას.
ჩვენებას ყველა აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს. განსაკუთრებული იყო თხელი ნაჭრის მოსასხამები , რომლებიც სიარულის დროს ფრიალებდა და მეტ დახვეწილობას და ეფექტურობას სძენდა ქალის სილუეტს. აღსანიშნავია ვარდისფერისა და წითელის კომბინაცია, რომელიც საუცხოო იყო, ასევე თავსაბურავები. კოლექციამ Yves Saint Laurent-ის სტილი გაგვახსენა ანუ ის, რაც ყველაზე მეტად გვხიბლავს და რაც ყველაზე ახლოსაა ჩვენს გემოვნებასთან. დიდი აღფრთოვანება მაყურებელში წითელმა კაბამ გამოიწვია. ის განწყობა რომელიც ჯაბას კოლექციიდან შემოგვრჩა, ჯერ არცერთ აქამდე ნანახ ჩვენებას არ დაუტოვებია.
და ბოლოს, არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ თეთრი შარვალ-პიჯაკი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული look-ი იყო კოლექციაში. რატომღაც ჩვენთვის ასოცირდა ფილმზე "სიკვდილი ვენეციაში".
ფოტოები:Vogue.com
და ბოლოს, არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ თეთრი შარვალ-პიჯაკი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული look-ი იყო კოლექციაში. რატომღაც ჩვენთვის ასოცირდა ფილმზე "სიკვდილი ვენეციაში".
ფოტოები:Vogue.com
No comments:
Post a Comment