ერთხელ ივ სენ ლორანმა თქვა: "მოდა დროებითია, სტილი - სამუდამო."
საბედნიეროდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი სტილის დახვეწა, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც პიროვნება ექცევა სტანდარტების გავლენის ქვეშ? იძლევა თუ არა ქვეყანაში წარმოებული სამოსი სტილის განვითარების საშუალებას? რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელშეწობა ქართული მოდის სახლებიდან.
არის თუ არა მოდა მრავალფეროვანი ქართულ ბაზარზე?
პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მამაკაცების სრულ "იგნორირებას" აქვს ადგილი, თითქოს არც არსებობენ. მოდის კვირეულის ფარგლებში შეიძლება რამდენიმე ათეული ჩვენებიდან პოდიუმზე სულ ორჯერ მოკრათ თვალი მამაკაცის ლუქს, ლანდივით ჩაივლის და სადღაც თავისთვის გაქრება. კითხვაც გიჩნდებათ - რა აზრი ჰქონდა?
ამ მხრივ ქალი უპირატესია, მას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ ხშირად ის თავისი გადაწყვეტილებით მასის ნაწილი ხდება. რატომ? ვინაიდან ქართული ბრენდების უმეტესი ნაწილი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. შეიძლება ცალკე აღებული მოდის სახლი ნამდვილად გემოვნებიან სამოსს ქმნის, მაგრამ საერთო ჯამში სტილითა და ხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად ვერ განასხვავებთ.
რამდენიმე სეზონია უკვე მინიმალიზმით მანიპულირებს ქათული ბრენდების ძირითადი ნაწილი. ძალიან მარტივია სტანდარტული სამოსის შექმნა, ეს მყიდველსაც უადვილებს არჩევანის გაკეთებას, ამ მხრივ ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე დიზაინერი:
რამდენიმე სეზონია უკვე მინიმალიზმით მანიპულირებს ქათული ბრენდების ძირითადი ნაწილი. ძალიან მარტივია სტანდარტული სამოსის შექმნა, ეს მყიდველსაც უადვილებს არჩევანის გაკეთებას, ამ მხრივ ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ რამდენიმე დიზაინერი:
1. AVTADIL, რომლის სამოსის ტარება ნიშნავს, რომ (გაუგებარი მიზეზით) მასაში "რაღაცას" წარმოადგენ. ის რაც ამ ბრენდში მომწონს არის ფერების თამამი გამოყენება სხვადასხვა ქსოვილებზე, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად შეინიშნება დაბალი ხარისხი ამ ბრენდის ყოველდღიურ სამოსზე. 2.TAMTA SHINDELISHVILI , რომლის ფეხსაცმელებმაც მოიცვა სრულიად თბილისი, ერთის მხრივ კარგია, რომ მყიდველი არჩევანს ქართულზე აკეთებს, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია თუ რას ყიდულობს? და ბოლოს რა თქმა უნდა 3.GEORGE SHAGHASHVILI. მან კარგი გათვლა გააკეთა შავი ფერის არჩევაში , ვინაიდან სწორად ამაზე ოგნდება პუბლიკა "ყველაფერი შავ ფერში". ხშირად შეხვდებით ქუჩაში ადამიანს ამ ბრენდის პალტოთი ან ფეხსაცმლით, ვინაიდან სწორედ ეს არის ის სტანდარტები რაზეც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს.
![]() |
AVTANDIL |
No comments:
Post a Comment