5 საუკეთესო სუნამო დახვეწილი ფრანგი ქალისთვის
ნაზი კანი, მბზინავი თმა და თანდაყოლილი შარმი - ეს ის აუცილებელი ნიშნებია რითიც შეგვიძლია მარტივად ამოვიცნოთ კლასიკური ფრანგი ქალი. ალბათ ყველას უფიქრია მათ მომხიბვლელობასა და ქარიზმაზე, თუ როგორ ახერხებს საქმიანი პარიზელი ქალი მუდმივად ფორმაში ყოფნას.
სანამ მოდის კვირეულის ჩვენებები მიმდინარეობდა, ყოველდღე პარიზის ქუჩის სტილის ახალ-ახალი ფოტოებით გვავსებდნენ, სადაც პარიზელი ქალების ჰაეროვნება დიდ ყურადღებას იქცევდა და პერიოდულად ვაზიარებდი კიდევაც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ჩემდა უნებურად დავიწყე ფიქრი თუ რა სუნამო შეიძლება ესხას პარიზის მოდის კვირეულის გადატვირთულ რეჟიმში, აქეთ-იქით მორბენალ ფრანგ ქალს და რა თქმა უნდა პირველი რაც პარიზელი ქალის წარმოდგენაზე მახსენდება ეს არის ლეგენდარული Chanel No 5, შემდეგ უკვე YSL და სხვები.
ახლა კი წარმოგიდგენთ იმ ხუთეულს რომელიც ყველა ქალის ოთახში უნდა იყოს :
1 / 5
Chanel No 5 (1921)
ეს არის უკანასკნელი ხატი სურნელების, რომელიც გადმოგვცემს ფემინიზმის მთავარ იდეას. ალბათ ყველას ახსენდება მერლინ მონრო, რომელიც მისი ყველაზე აქტიური მომხმარებელი იყო და რა თქმა უნდა Chanel-ის მოდის სახლი, ეს ორი ერთად ქმნის რაღაც წარმოუდგენელს. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ის, არ იცი რატომ, მაგრამ ვალდებულად თვლი თავს, რომ უნდა იქონიო, მაგრამ არ იცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ 100 წლის წინ ის მხოლოდ შენთვის შეიქმნა.
2 / 5
Cacharel Anais Anais (1978)
Nina Ricci's L'Air არის სუნამო რომელიც ბევრი მოზარდისთვის ახლაც აქტუალურია. ე.წ. თინეიჯერების უმრავლესობას როგორც საფრანგეთში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მუდმივად ჩანთით დაატარებენ. ის ისეთივე პოპულარობით სარგებლობს როგორც წლების წინ.
Cacharel Anais Anais Eau de Toilette, $62; macys.com
3 / 5
Guerlain Shalimar (1927)
ლეგენდარული პარფიუმი რომელიც აუცილებლად უნდა აჩუქო დედაშენს და შენც სცადო. ის სუნამოს ხატებაა. ძალიან, ძალიან ფრანგული. მის სუნს აუცილებლად იგრძნობ თეატრსა და ოპერაში.
Guerlain Shalimar Eau de Toilette, $82; sephora.com
4 / 5
Yves Saint Laurent (1977)
თუ გაქვს Yves Saint Laurent-ი, ანუ შენ "გაქვს მოდა" და მხოლოდ შემდეგ OPIUM-ი. ეს არის სუნამო რომელსაც აქვს არაამქვეყნიური სურნელება. სიტყვებით ვერ აღწერ, ვერც რაიმე არომატს შეადარებ. ის უბრალოდ Yves Saint Laurent-ია.
Yves Saint Laurent Opium, $62; sephora.com
5 / 5
Chanel Coco Mademoiselle (2001)
Chanel Coco Mademoiselle, $190; chanel.com
No comments:
Post a Comment