10 რამ რაც ქალმა არასდროს არ უნდა ჩაიცვას

ყველას გაგვიგია იმ სამოსის შესახებ რომელიც გარდერობში აუცილებლად უნდა ვიქონიოთ , მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს  ისეთი  სამოსიც რომლის  ქონასაც  არავის ვუსურვებდი. სამწუხაროდ  ქუჩაში   ხშირად  ვხედავთ მათ.  ისინი  უბრალოდ ზედმეტ ადგილს იკავებენ თვენს გარდერობში.
ახლა კი ვნახოთ ჩვენი ბლოგერების აზრი ამა თუ იმ სამოსზე:


მომდგარი შორტები

ამგვარი შორტი თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ და ბევრ სიტუაციაში შეგიქმნით დისკომპორტს ,ასევე ერთ-ერთი ყველაზე არატენდენციური რამაა რაც შეიძლება ოდესმე გარდერობში გეკიდოთ.

 “შლაქსი”

გარდა იმისა რომ არც თუ ისე კარგი შესახედია ე.წ “შლაქსები” ალბათ დამერწმუნებით რომ ჯობია შარვალი დაინახო ვიდრე მისი ხმა გაიგო. ამ შემთხვევაში პირიქითაა. სიარულის დროს სხვას არც კი დასჭირდება შენთვის შემოხედვა , რომ მიხვდეს რაც გაცვია ვინაიდან თქვენი შარვალის შრაშუნის ხმას მთელ ქუჩაზე გაიგებენ. გარდა ამისა “შლაქსები” ადამიანის ფიგურას ადაბლებს და თავს 70 იან წლებში გაგრძნობინებს.

ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე

ზოგს უბრალოდ სურს რომ მაღალი გამოჩნდეს მაგრამ ამგვარი ფეხსაცმელი გამოსავალი არ არის.ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით ან რას შეუხამებთ, მაღალი პლადფორმები უბრალოდ სიმახინჯეა. თუ არ გსურთ რომ რობოტივით გამოიყურებოდეთ მაშინ უარი უნდა თქვათ ასეთ ფეხსაცმელზე . ეს არის ის რაც არცერთ ქალს არ უნდა ჰქონდეს.

ატლასის კაბა

 ხშირად შევხვდებით ამა თუ იმ შეხვედრებზე ან წვეულებებზე ატლასის მატერიის სადღესასწაულო კაბებს. იგი არასასიამოვნოდ ბზინავს და თვალს ჭრის ახლოდმყოფელებს. ამავდროულად არც არის მოდური, ამიტომ გირჩევთ, თქვენს გარდერობში თუ მოიძებნება ზემოთ ხსენებული მატერიის კაბა, უბრალოდ გადააგდეთ. იგი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ აბრეშუმით ან ბარხატით.

“ბრიჯები”
დიახ, ზოგი ახლაც თვლის მოდურ სამოსად ე.წ. “ბრიჯებს”, მაგრამ მინდა გითხრათ რომ იგი მხოლოდ 90-იანი წლების თაობას თუ დარჩა არც თუ ისე კარგ მოგონებად.

სანდლები წინდებზე

აჰ, უბრალოდ საშინელება..
იგი არამხოლოდ არატენდენციურია არამედ უკიდეგანოდ უგემოვნო. ცივი ზაფხულისთის უბრალოდ არსებობს დახურული ფეხსაცმელი, ამიტომ გთხოვთ დაინდეთ ქუჩაში მოსიარულენი.

“ბიუსტჰალტერი” ზურგამოღებული კაბის ქვეშ

ეს ჩაცმულობა უბრალოდ დიდი შეცდომაა ქალების ყოველდღიურობაში. იგი არა მხოლოდ აღიზიანებს გარშემო მყოფ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც, რის გამოც შეიძლება მათი უყრადღებობა და უხეში დამოკიდებულება დაიმსახუროთ.

განიერ მხრებიანი ზედა

ოდესმე გიფიქრია ამერიკული ფეხბურთის თამაშზე? თუ კი მაშინ გირჩევ, რომ ამგვარი ზედა ჩაიცვა ბეჭების დასაცავად.
დაბალ ქუსლიანი  ფეხსაცელი

 ბევრი ახალგაზრდისთვის ის გემოვნებიან, დაბალქუსლიან ფეხსაცმელად ითვლება, მაგრამ ის ხომ უბრალოდ საბჭოთა კავშირიდან “გადმონაშთი” ბებიების ყოველდღიური სანდლებია..

“შიფონის”  კაბა

სამწუხაროდ ბოლოდროინდელ “საბანკეტო” ფოტოებში ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ასეთი სტილის კაბა. ეს კაბა კი არა “ტრაგედიაა”, მაგრამ შეგიძლიათ ჰელოუინზე ჩაიცვათ და დამერწმუნებთ ბევრს შეაშინებთ, მაგრამ დღეს ხომ ჰელოუინი არაა, უბრალოდ ოთხშაბათია.

No comments:

Post a Comment