სამოსი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ქართული ეროვნული ტანსაცმელი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ამავე დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა, როგორც თავისი ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შედეგად.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ჩასაცმელმა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე (რამდენადაც ამის გამოკვლევის საშუალება გვაქვს), ეტაპობრივად რამდენიმე ძირითადი ხასიათის ცვლილება განიცადა; საბოლოოდ კი, ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ფაქტობრივად, განდევნილი იქნა ხმარებიდან.
დღეს ძნელი სათქმელია, ქართულ ჩასაცმელს რომ დაცლოდა ბუნებრივი განვითარების საშუალება, რა სახეს მიიღებდა იგი და განიცდიდა თუ არა ტრანსფორმაციას თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების შესაბამისად,
თუმცა ნათელია, რომ მას ბევრი სხვა ტრადიციული ჩასაცმელის ბედი ეწია და მხოლოდ ნაციონალურ, დეკორატიულ სამოსად გადაიქცა.
ვანის აღმოჩენები მოწმობს ქართველების განსაკუთრებულ გემოვნებაზე.საქართველოს მართლაც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს.ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა.
 |
ოქროს დიადემა, ძვ.წ. 400წ |
 |
ყელსაბამი,ოქრო ძვ.წ 400-350წწ |
 |
ოქროს საყურეები,ძვ.წ 330 |
 |
ყელსაბამი,ოქრო ძვ.წ 350-300
|
 |
ყელსაბამი,ოქრო ძვ.წ 400-500 |
 |
ოქროს სამკაულები ძვირფასი თვლებით ძვ.წ 300-350 |
No comments:
Post a Comment