მინიმალიზმი, როგორც მიმდინარეობა უშუალოდ უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის
შემდგომ პერიოდს. ეტაპობრივად მან ფეხი მოიკიდა ხელოვნებაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, მწერლობაში და ასევე მოდაშიც.
ადამიანები დაიღალნენ რთული ფორმებით და ცხოვრების გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე უპირატესობას მარტივ სამოსს ანიჭებენ. სადა ფორმები, ერთფეროვანი ფერები, თითქოს სისუფთავისკენ და სრულყოფილებისკენ ილტვის თვითონ მინიმალიზმი.
ეს მიმდინარეობა თანამედროვე დიზაინის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თვითონ მინიმალიზმი ასოცირდება მოდერნიზმთან. მოდაში მინიმალიზმმა ფეხი რამდენიმე ათეული წლის წინ მოიკიდა. სურათზე ასახულია ბალენსიაგას ცნობილი საქორწილო ატლასის კაბა, რომელსაც ეტყობა ახალი მიმდინარეობის საოცარი გავლენა .
ბალენსიაგას კაბა არ კარგავს "პომპეზურობას". მინიმალისტური სამოსის შექმნის დროს სწორედ პომპეზურობის ქონის სურვილია ის რთული ამოცანა, რომელიც არ აკარგვინებს სამოსს იმ ეშხს, რომელიც საუკუნოდ დაამახსოვრდება მნახველს. მალე ამ მიმდინარეობამ მოიცვა სრულიად მოდის ინდუსტრია და დღესაც ერთ-ერთ აქტუალურ და ტრენდულ თემად რჩება სადა ფორმაბი.
"ცოტა - გახდა უფრო ბევრი"
"ცოტა - გახდა უფრო ბევრი"
როგორც ჩანს ქართველი დიზაინერების უმეტესობაც სწორად მინიმალიზმს ანიჭებს უპირატესობას და აქ, როგორც ბლოგერს მიჩნდება რამდენიმე კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ამდენი სადა ფორმა მარტივ გამოსავალად და კლიენტზე მანიპულირების საშუალებად აღვიქვათ?
რეალურად არიან აღფრთოვანებულნი მინიმალისტურობით თუ შეიძლება სხვა პასუხების ძებნაც.
მოგეხსენებათ მინიმალიზმი მაშინ არის საუკეთესო, როდესაც გადამეტებული სიმარტივე პრიმიტიულობის ეფექტს არ ქმნის.
როგორც ჩანს ქართველი დიზაინერების უმეტესობა მინიმალისტურობაზე აკეთებს არჩევანს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ქართველი დიზაინერების ჩვენებებიდან.
მოგეხსენებათ მინიმალიზმი მაშინ არის საუკეთესო, როდესაც გადამეტებული სიმარტივე პრიმიტიულობის ეფექტს არ ქმნის.
როგორც ჩანს ქართველი დიზაინერების უმეტესობა მინიმალისტურობაზე აკეთებს არჩევანს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ქართველი დიზაინერების ჩვენებებიდან.
![]() |
Materiel by Tiko Paksa |
![]() |
Materiel by Aleksandre Akhalkacishvili |
![]() |
Tamuna Ingorokva |
![]() |
Eloshi |
No comments:
Post a Comment