Alexander Wang-მა Philipp Plein-ი პლაგიატიზმში ამხილა

თუ ალექსანდ ვანგს ინსტაგრამზე აფოლოვებთ, უკვე გეცოდინებათ, რომ კარგ მემებზე მეტად არაფერი უყვარს. ამის მიუხედავად, მისი ბოლო "მემე" სულაც არ არის სასაცილო. 14 თებერვალს ატვირთულ პოსტში, Wang-ი Philipp Plein-ს პლაგიატობაში ადანაშაულებს, რასაც დართული ვიდეო ამტკიცებს.



"შეიძლება შენი დავალება გადავწერო?"
"კი ოღონდ ისე, რომ აშკარა არ იყოს, რომ გადაწერილია."
"კარგი"  - ვკითხულობთ ვიდეოზე დართულ წარწერაში, რომელშიც გაერთიანებულია Alexander Wang x H&M (2014)-ისა და  Philipp Plein (2017)-ის ჩვენებები. რაც შეეხება გაფორმებას, Plein Sport-საც და ვანგსაც ხაზოვანი პოდიუმი აქვთ შერჩეული, სარბენი ბილიკის მსგავსად, რომელიც დანომრილი ფიგურებით ბოლოვდება. ვანგის მსგავსად პლეინმაც დაიქირავა აკრობატები, რომლებიც დარბოდნენ და დახტოდნენ კუბებზე, ასევე აკეთებდნენ იმავე მოძრაობებს რასაც ვანგთან ვხვდებით. მაგ.: ყველაზე მაღალ კუბზე ხელებზე მდგარი მონაწილე. რაც შეეხება ტანსაცმლის ატრიბუტებს, ორივე დიზაინერთან ვხვდებით კისერზე ჩამოკიდებულ კრივის ხელთათმანებს, ჩაფხუტებსა და სხვა ნივთებს.




A post shared by Alex Wang (@alexwangny) on

No comments:

Post a Comment