თბილისის მოდის კვირეული - დღე 3

თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ირმა შარიქაძის პერფორმანსით, Irma de Flore-ით გაიხსნა. 
 ოთხი ქალის ოთხ ცეკვაში მოყოლილი ისტორია, სახელწოდებით ვარდების ტანგო.
დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ კოლექციის ჩვენება უჩვეულო გარემოში მოაწყო. ოთხი მიტოვებული ქალი თავიანთ დრამატულ ისტორიას ტანგოს ცეკვით გადმოსცემენ, რომელიც საერთო ჯამში ამაღელვებელი და ემოციური დადგმა გამოდგა.
 ავტორმა ქალის სილუეტის ჰაეროვნებას და სიმსუბუქეს თხელი აბრეშუმის კაბებით გაუსვა ხაზი, რომლებიც ტანგოს თითოეულ მოძრაობას მშვიდად და მორჩილად მიჰყვებოდნენ.




16:00 საათზე კი მარჯანიშვილის თეატრიდან გადმოვინაცვლეთ ისევ სასტუმრო ROOMS HOTEL-ში სადაც MORE IS LOVE-ის ჩვენება შედგა. პოდიუმზე მოდელების გარდა დიზაინერის ,მეგობრები და ახლობლებიც გამოდიოდნენ რამაც მეტად გაახალისა და განსხვავებული გახადა კოლექცია.








MORE IS LOVE-ის დამთავრების შემდეგ, 17:00 საათზე შედგა მარიამ გვასალიას კოლექციის ჩვენება. დიზაინერმა წელს მკვეთრად განსხვავებული და გაუგებარი, ასიმეტრიული ფორმებით გადატვირთული კოლექცია წარმოგვიდგინა. ყოველი მოდელი (რამდენიმეს გარდა) ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. თანაც იმდენად რომ განცალკევებულად ჩვენებისას ვერც კი მიხვდებოდით რომ ერთ ჩვენებაში, ერთი დიზაინერის შექმნილი სამოსია.









მალევე, დაახლოებით ერთ საათში იგივე ლოკაციაზე ჩატარდა Materiel by Lika Chitaia-ს ჩვენება. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტურად სადა სტილი დიზაინერს არც ახლა დაუკარგავს. წინა კოლექციასთან შედარებით ქალის სილუეტი მეტად გამოკვეთა.







19:00 საათზე MACH & MACH-ის ჩვენება შედგა. წლევანდელი კოლექცია ნაკლებად ხალისიანი ფერებით იყო გაწყობილი, მაგრამ რა თქმა უნდა ბრენდს სტილი არ დაუკარგავს და მისთვის დამახასიათებელი ბისერები ისევ გამოიყენა, ამჯერად მხოლოდ ლურჯი და შავი ფერები. ასევე აღსანიშნავია განსხვავებული, ფუმფულა ქუსლის მქონე ფეხსაცმელი და ბიზერებით გაწყობილი ხელჩანთები რომლებიც შესაძლოა თბილისური ქუჩის სტილის ახალი ტრენდი გახდეს.








მესამე დღე კრისტინა ჟღენტის ჩვენებით დაიხურა.


ფოტოები აღებულია თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან.


No comments:

Post a Comment