თბილისი მოდის კვირეულის მეორე დღე სალომე ღვინიაშვილის ჩვენებამ დახურა , რომელიც 21:00 საათზე rooms garden-ში ჩატარდა.
დიზაინერმა თავის კოლექციაში წარმოგვიდგინა ქალური სილუეტები, გამჭვირვალე ნაჭრები, რაც უფრო სადას და დახვეწილს ხდიდა სამოსს. აღსანიშნავია ინსპირაცია, რომელიც ჩვენთვის გაუგებრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ბევრი ფერით არ გამოირჩეოდა სალომემ შეძლო დაენახებინა მაყურებლისთვის თუ რა სჭირდება ქალს. კოლექცია შეიძლება დავაკავშიროთ ოდნავ სახეცვლილ ქართულ სტილთან. სამოსი ნამდვილად ლამაზი და ჩაცმადია, როგორც ჩანს მასაზე გათვლილიც. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად შეიძლება გამოვარჩიოთ კოლექციიდან, ორიგინალურობის თვალსაზრისით არის მაღალყელიანი ყვითელი ჩექმა, დანარჩენზე კი ვერ ვიტყვით, რომ
განსხვავებული, უცხო ან ისეთია რაც აქამდე არ გვინახავს.
ფოტოები აღებულია თბილისი მოდის კვირეულის ოფიციალური გვერდიდან.
No comments:
Post a Comment