თბილისი მოდის კვირეულის მეცამეტე სეზონი 31 მარტს, სასტომრო ROOMS HOTEL-ში 18:30 გაიხსნა. ეზოში განთავსებული იყო ბარი სადაც შეგვეძლო "ასკანელის"ღვინის დაგემოვნება.
კოლექცია პირველმა წარადგინა ლაკო ბუკიამ (დაწვრილებით ჩვენების განხილვას შემდეგ სტატიაში იხილავთ). 20:00 საათზე კი ჩუბიკას კოლექციის ჩვენება მოეწყო. დიზაინერმა შეინარჩუნა თავისი ხელწერა და სამოსი ოდნავ შეცვლილი შტრიხებით წარმოგვიდგინა. როგორც ჩანს
ამ კოლექციის ინსპირაციას ქართველი მთის ქალები წარმოადგენდნენ , რაზეც მოდელებზე მორგებული ჩუსტები და ფაფახები მეტყველებდნენ. ქართული ნაცინალური ფაფახი ნამდვილად მოუხდა Chubika-ს საფირმო ქუდებს. კოლექციას პერფორმანსის სახე ჰქონდა, რაც სიტუაციას უფრო საინტერესოს ხდიდა . ყურადღება მინდა გავამახვილო შარვლებზე, რომლის ტოტები შეკრული ლენტით ბოლოვდებოდა. ჩუბიკა ასევე გამოირჩევა დაუმთავრებელი ნაჭრების ეფექტით. თითქოს სამოსი წუთი-წუთზე შეიკერა მოდელზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის ბრენდს. უნდა ავღნიშნოთ , რომ
ამ სეზონის კოლექციას წინა სეზონთან შედარებით ბევრად საინტერესო და დასრულებული სახე ქონდა.
პირველი დღე დასრულდა "დალოოდის" ჩვენებით , რომელიც გაიმართა 21:30-ზე განახლებული ოპერისა და ბალეტის შენობაში. კოლექცია, რომლის დიზაინერიც გახლდათ მაკა კვიციანი, მკვეთრად განსხვავდებოდა წინა სეზონის კოლექციისაგან. დიზაინერმა გაცილებით დახვეწილი და ლამაზი სილუეტი წარმოგვიდგინა, ასევე აღსანიშნავი იყო მატერიებიც. მართალია რამდენიმე ლუქი ყოვლად გაუგებარი იყო და დიდად არც ოპერის შენობას უხდებოდა (მაგალითად სქელი სვიტრები და სპორტული სტილის კურტკები თუმცა სხვა სიტუაციას ალბათ დაამშვენებდა). მთლიანობაში კოლექცია არის საკმაოდ ჩაცმადი, ვულოცავთ დიზაინერს ამ წარმატებას ვინდაინ მან მართლაც ახლებურად დაგვანახა დალოოდის ქალი. ეს ჩვენება კი შეგვიძლია ამ სეზონზე ერთ-ერთ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩავთვალოთ.
დალოოდი - ჩვენთვის ფავორიტი ლუქები
No comments:
Post a Comment