დიზაინერი როგორც ყოველთვის არ შეუშინდა ფერებისა და მატერიების ერთმანეთში არევას. ფერადი სამოსი ძირითადად პასტელურ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ასევე ნახავდით ვიწრო კაბებს და ასიმეტრიული ფორმების კომბინაციებს. ყოველი მოდელი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. რთულია დიზაინერის ინსპირაციას მიხვედრილიყავი, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ფორმები ცოტა გაუგებარი იყო. განსაკუთრებით ტყავის ასიმეტრიული ქვედაბოლოები და კაბები რომლებიც ცოტა არ იყოს პირსახოცის ასოციაციასაც იწვევდა.
აღსანიშნავია დიზაინერის ფერთან მუშაობა. იგი არ ერიდება გამოწვევებს და თბილისური ქუჩის ფერების წინააღმდეგაც მიდის. იყენებს ფერებს, რომლებიც დღევანდელ სტილსა და ტენდენციებში არ ჯდება. მაგალითად სალათისფერი მწვანე ტყავის ქვედაბოლო ასეთივე შემოსაცმელით.
რაც შეეხება ასიმეტრიულ ფორმებს, მას ხშირად შეხვდებით მოდის კვირეულების ქუჩის სტილსა თუ პოდიუმზე. ამ სეზონის კოლექცია მკვეთრად განსხვავდებოდა წინა სეზონისგან, მაგრამ ადვილი ამოსაცნობია ლაკოს სამოსი თავისი უჩვეულო ფერების და ტექსტილების შეხამებით.
ფოტოები აღებულია თბილისი მოდის კვირეუოლის ოფიციალური გვერდიდან.
No comments:
Post a Comment