Twiggy-60 იანების სიმბოლო


ლესლი ლოუსონი ცნობილია თავისი მეტსახელით Twiggy-ით.
ის არის ინგლისელი მოდელი,მსახიობი და მომღერალი.60 იან წლებში იგი გახდა ცნობილი როგორც ბრიტანელი, თინეიჯერი მოდელი. თუიგგი  ცნობილია თავისი თხელი აღნაგობით, დიდი თვალებით და გრძელი წამწამებით. 1966 წელს დეილი ექსპრესმა დაასახელა "1966 წლის სახედ" და ხმა მისცეს როგორც წლის ქალს. 1967 წელს თუიგგი მუშაობდა მოდელად როგორც საფრანგეთში, ისე იაპონიასა და ბრიტანეთში. მას არა ერთხელ დაუმშვენებია "ვოგის" გარეკანიც. თუიგგის ფოტოები შეფუთეს დროის კაფსულაში და კოსმოსში გაგზავნეს.
   ამავე წელს მან კარგად მოირგო მსახიობის როლი და თამაშობდა როგორც სცენაზე,ასევე ფილმებშიც. ფილმ "The Boy Friend"-მა თუიგგის ორი ოქროს გლობუსი მოუტანა.მას ჰქონდა ასევე პირადი გადაცემა "Twiggy's People"-სადაც ცნობილ ხალხთან წერდა ინტერვიუს.1998 წელს მისი წიგნი  "Twiggy in Black and White" მოხვდა ბესთსელერის სიაში. 2005  წლიდან მოყოლებული თუიგგი მუშაობს  Marks and Spencer-თან.









No comments:

Post a Comment