დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ თავისი კოლექციის წარსადგენად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არჩია. ლოკაცია ალბათ გათვლილი იყო იმაზე, რომ ელეგანტური სამოსი იდელაურ თანხვედრაში უნდა ყოფილიყო აღმოსავლური სტილის სარკიან დარბაზთან, რომელიც დამპროექტებელმა ათწლეულების წინ უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის შექმნა და სავარაუდოდ არც აკადრებდა ამ კედლებს შორის შეუფერებელი ექსპერიმენტის ჩატარებას ანუ იმას, რაც ლაშა ჯოხაძემ გააკეთა.
ქართული პოდიუმი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის საღამოს კაბებითა და იმპოზანტური სტილით, ვინაიდან ამის ნაკლებობა აშკარად იგრძნობა ქართულ მოდაში.არ ვიცი იმიტომ , რომ დიზაინერები გაურბიან რაიმე ამაღელვებელის შექმნას იმ მიზეზით, რომ ან არ გამოუვათ ან არ იქნება შემოსავლიანი გადაწყვეტა თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ლაშა ჯოხაძეს ამ სეზონზე ნამდვილად ჰქონდა მცდელობა შეექმნა დახვეწილი, ექფექტური სამოსი, თუ რამდენად გამოუვიდა ეს ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენს აზრს კი აქვე მოგახსენებთ.
ლაშა ჯოხაძის კოლექციაში თეთრი, შავი და წითელი ფერები ჭარბობდა. წარმოდგენილი იყო როგორც საღამოს კაბები, ისე შარვლები და მაისურები. მატერიები არასწორად ჰქონდა მორგებული ფორმებს, აქვე უნდა აღინიშნოს რომ პრიალა ატლასის მატერიებს არ უხდებოდა გამჭირვალე ნაჭრები. წინ ამოღებული ქვედაბოლოები მეტ ვულგარულობას სძენდა ლუქს. დიზაინერის ჩანაფიქრით ალბათ წინ მოკლე - უკან გრძელ სამოსს ეფექტი უნდა მოეხდინა მნახველზე. ვფიქრობ ზემოთხსენებულ სტილთან ერთად არასწორი გადაწყვეტა იყო გვერდზე ჩაჭრილი კაბებიც, უკეთესი იქნებოდა მთლიანი ყოფილიყო.
ვფიქრობ შავი ხავერდის კაბა ჩანაფიქრში უფრო ლამაზად წარმოედგინა დიზაინერს. ამ შემთხვევაში სურათზე კარგად ჩანს კაბის უშნო დეკოლტე. რაც შეეხება ფრინველების დეტალებს, ნამდვილად არ არის ცუდი ჩანაფიქრი, ისინი ყველაზე მეტად უხდებოდა კოლექციას.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სამოსი "დიდებული" უნდა ყოფილიყო, ისეთმა შეცდომებმა (როგორებიცაა მატერიების შეუთავსებლობა, არასწორად მოჭრილი ფორმები და სილუეტები) აბსოლუტურად დაუკარგა კოლექციას ელეგანტური სული, გააუბრალოვა და ეს ყველაფერი საუკეთესოს შექმნის მცდელობად აქცია. შესაბამისად პიონერთა სასახლის ულამაზესი ოთახი ყოვლად შეუფერებელი იყო ამგვარი ჩვენებისთვის, მისმა ელეგანტურმა არქიტექტურამ დაჩრდილა ისედაც დასახვეწი სამოსი.
No comments:
Post a Comment