MB Fashion Week Tbilisi SS17



მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ეს სეზონი განსაკუთრებულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეობას ორმოცზე მეტი დიზაინერი იღებდა. ჩვენებები დღის პირველი ნახევრიდან იწყებოდა და  ათზე ან თერთმეტზე სრულდებოდა. კოლექცია ბევრმა ნიჭიერმა დიზაინერმა წარადგინა. როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც გვყავდა ფავორიტი დიზაინერები.

პირველ რიგში არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ELOSHI, რომელიც წინა კოლექციასთან შედარებით ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დიზაინერი ისევ პასტელურ, თბილ ფერებს დაჯერდა და საოცრად მომხიბლავი და ქალური სილუეტი წარმოგვიდგინა.




 ამ სეზონზე ისევე, როგორც წინაზე, გამორჩეული იყო DATUNA-ს კოლექცია, რომელიც გადაწყვეტილი იყო შავ-თეთრ ფერებში. თეატრის სცენა მეტ ელეგანტურობას სძენდა სამოსს.



 განსაკუთრებული იყო NINO BABUKHADIA-ს ნაზი, ქალური სილუეტები. დიზაინერმა აქცენტი ხავერდზე გააკეთა და მატერია ფორმას ზუსტად შეუსაბამა. მისი სამოსი საკმაოდ ჩაცმადი და ლამაზია.



რაც შეეხება AVTANDIL-ს, ამ სეზონზე რამდენიმე მოდელი ნამდვილად განსხვავდებოდა წინა სეზონის ლუქებისგან. საერთო ჯამში დიდი განსხვავება არ ყოფილა წინა კოლექციასთან შედარებით. თითქოს სხვადასხვა თემატიკა, მაგრამ ერთნაირი შინაარსი. იგივე შეიძლება ითქვას GEORGE SHAGHASHVILI-ზე, რომელმაც სამოსი როგორც ყოველთვის  შავ ფერში წარადგინა. რაც შეეხება დადგმას, ყოველ სეზონზე  განსხვავევული თემატიკის მიუხედავად ერთი და იმავე კონცეფციაა.

AVTANDIL SS17


George Shaghashvili SS17


და ბოლოს, რა თქმა უნდა DJABA DIASMAIDZE, რომელმაც აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება. კოლექციის ლოკაცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე იყო. სარკეებიანი დარბაზის წითელ შუქში ერთმანეთს ენაცვლებოდა ელეგანტური, ქალური სილუეტები. გამოყენებული იყო, როგორც მუქი, ასევე მკვეთრი ფერები. რამდენიმე მოდელს ეტყობოდა ივ სენ ლორანის გავლენა, როგორც მატერიებზე, ასევე ფერების კომბინაციასა და მთლიანად სილუეტზე. კოლექცია როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა ყველა მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ჩვენებებისგან.


  



No comments:

Post a Comment