ნინო რამიშვილი - ეპოქა და მოდა | თბილისის მოდის კვირეული SS17

ნინო რამიშვილი - ეპოქა და მოდა
თბილისის მოდის კვირეული SS17 | დღე I



თბილისის მოდის კვირეული 19 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და გლამურული ქალის, ნინო რამიშვილის ვინტაჟური კაბების ჩვენებით გაიხსნა.
 ამჯერად ეს სამოსი ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეებმა მოირგეს, რომლებიც ცეკვა-ცეკვით გამოდიოდნენ და თავიანთ ადგილებს იკავებდნენ მინი პოდიუმებზე. მისი პირადი გარდერობიდან არაერთი გრანდიოზული კაბა ვიხილეთ, რომლითაც იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპლოდისმენტებს ეგებებოდა. ამასთანავე ვნახეთ ისეთი ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი, როგორებიც არიან: Christian Dior, Yves Saint Laurent, Armani და ა.შ. 


ეს კაბები 50-60იან წლებში, როგორც ქართველი ისე უცხოელი დიზაინერების მიერ იქმნებოდა სპეციალურად ნინო რამიშვილისთვის. აღსანიშნავია შავი კაბა, თავისივე ულამაზესი შლაპით, რომელიც დიორის სტილს გვაგონებს. მოცეკვავე, რომელმაც ეს კაბა მოირგო, სამოსს კარგად შეუწყო ხასიათი. სხვა გოგოებისგან განსხვავებით, გამოირჩეოდა კაბისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობითა და სიდინჯით, რაც მეტ ეშხს მატებდა ლუქს.


ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო კაბა აზიურ სტილში, რომელზეც სამწუხაროდ მხოლოდ ის ვიცით, რომ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი.


და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ნინო სუხიშვილი არის ნებისმიერი ქალის მაგალითი, იყოს დახვეწილი, გლამურული და ინდვიდუალური სტილით გამორჩეული.








ფოტოები აღებულია თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური Facebook გვერდიდან და Ninabelle Tukha photography-დან.

No comments:

Post a Comment