თბილისის მოდის კვირეული - დღე 2


თბილისი მოდის კვირეულის მეორე დღე  თავისი კოლექციით Gwen Salakaia-მ გახსნა,


რომელიც  რუსთაველის თეატრში გაიმართა. დიზაინერმა გამოიყენა თხელი ნაჭრები , რაც სამოსს უფრო დახვეწილს და ქალურს ხდიდა. არაფერი უჩვეულო ან ახალი არ ყოფილა. იყო კლასიკური ფორმები ანუ ის რაც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ის რაც მოდიდან არასდროს გადავა.







17:00 საათზე კი ისევ rooms-ში გადმოვინაცვლეთ სადაც თავისი კოლექცია Lalo-მ წარმოგვიდგინა, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. დიზაინერი ლალო დოლიძე ცნობილია თავისი ნაქსოვი სამოსით, რაც ირგვლივ ყველას მოსწონს
და კომფორტულია მითუმეტეს ცივ ამინდში. 
, ნაქსოვი  სვიტრები და მოსაცმელები ლალომ საოცრად მოდურად აქცია და წარმოგვიდგინა ულამაზესი კოლექცია, რომელიც
მდიდარი იყო ფერთა გამით. ჩვენების დასაწყისში ყველა მოდელი ერთად წამოვიდა და მაყურებლის წინ ისე დადგა, რომ ყველას შეძლებოდა ახლოდან უკეთ დაენახათ და დაკვირვებოდნენ დეტალებს. ლალოს ჩვენება ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ამ სეზონზე როგორც ჩვენთვის ასევე ბევრი სხვა მაყურებლისთვის.









Lalo-ს შემდეგ  მკვეთრად განსხვავებულ სივრცეში გადავინაცვლეთ rooms parking-ზე სადაც ვიხილეთ Maxime-ს  პერფორმანსი. მან დაგვანახა ის სიტუაცია რასაც ქუჩაში ყოველდღიურად ვხედავთ. მისმა დადგმამ მრავალფეროვნება შესძინა კვირეულს.






19:00 საათზე კი ვიხილეთ დალოოდის ჩვენება, რომელიც წარმოგვიდგინდა დიზაინერმა ანა დათუკიშვილმა. სამოსს ჰქონდა სპორტული შტრიხები და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფორმები რომლებიც არაერთმა დიზაინერმა გამოიყენა თავის კოლექციაში. 




კვირეულის მეორე დღე დახურა სალომე ღვინიაშვილმა თავისი კოლექციით.(დაწვრილებით კოლექციის შესახებ შემდეგ პოსტში)



ფოტოები აღებულია თბილისი მოდის კვირეულის ოფიციალური გვერდიდან.


No comments:

Post a Comment